საქართველოს მთავრობის განკარგულება დეკემბერი, 2007
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის" გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გი-ლაური) საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოუყოს 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ა) ახალგორის მუნიციპალიტეტს - 13 000 (ცამეტი ათასი) ლარი;
ბ) ერედვის მუნიციპალიტეტს - 10 000 (ათი ათასი) ლარი;
გ) ქურთის მუნიციპალიტეტს - 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარი;
დ) თიღვის თემს - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვ№790
17 ების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად მოცემული თვითმმართველი ერთეულების აღმას-რულებელმა ორგანოებმა განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრე-ბით შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დ. სანაკოევს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე