საქართველოს მთავრობის განკარგულება №793
17 დეკემბერი, 2007
ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გამგეობებს აღებული ვალდებულებების შეუფერხებლად დაფინანსებისათვის გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის: ხარაგულის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინან-სთა სამინისტრომ. ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭია-თურის, საჩხერის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი) ა. ბობოხიძეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე