საქართველოს მთავრობის განკარგულება №796
17 დეკემბერი, 2007
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის გამოუყოს 14 600 (თოთხმეტი ათას ექვსასი) ლარი ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე