საქართველოს მთავრობის განკარგულება №797
17 დეკემბერი, 2007
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის" ზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გამოუყოს 2 425 000 (ორი მილიონ ოთხას ოცდახუთი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე