საქართველოს მთავრობის განკარგულება №798
17 დეკემბერი, 2007
ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია ქალაქ გორის ინფრასტრუქტურის ნორმა-ლურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ქალაქ გორის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩე-ნების გატანის სამუშაოთა თაობაზე.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწი-ფო რწმუნებულს - გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები) ვ. გეგელაშვილს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე