საქართველოს მთავრობის განკარგულება №814
21 დეკემბერი, 2007
,,ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის N41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საფუძველზე ,,ქ. თბილისში წმინდა სამების ტაძრისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის N41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის დაპროექტებისა და მშენებლობის ოპერატიულად წარმართვისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
კახაბერ გიგიტელაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინის-ტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი
კახა თოდუა - შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მაკა სხირტლაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე
ეკა ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი
გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის მერი
ოთარ ქველიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.".
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე