საქართველოს მთავრობის განკარგულება №816
21 დეკემბერი, 2007
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) მუმდივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ანაზღაურდეს მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2007 წლის 1 დეკემბრიდან 2008 წლის 15 მაისამდე და 2008 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობიდან ყოველ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 700 კუბ.მის ღირებულებისა.
2. განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) უზრუნველყოს მისთვის 2008 წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესაბამისი გაზის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძელზე სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე 2008 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის დამატებით ასიგნებათა გამოყოფა განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით.
4. ეთხოვოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას უმოკლეს ვადებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმოუდგინოს ინფორმაცია შესაბამის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახების (აბონენტების) საერთო რაოდენობის შესახებ.
5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე