საქართველოს მთავრობის განკარგულება №818
21 დეკემბერი, 2007
შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან" გამოსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა შედეგად შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკიდან გამოსახლებულ დევნილებს, რომლებმაც უარი განაცხადეს საკომპენსაციო თანხის მიღებაზე, განსახლებამდე აუნაზღაურდეთ საცხოვრებელი ფართობის დასაქირავებელი ხარჯები დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (კ. სუბელიანი) წლიური საბიუჯეტო კანონით ,,დევნილთა დახმარების ფონდისათვის" დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 21 დეკემბრის
N818 განკარგულების
დანართი
დევნილის სახელი, გვარი ყოველთვიური ხარჯი
ნათელა ბოკუჩავა 200 ლარი
მარინა ბოკუჩავა 200 ლარი
გივი გახარია 200 ლარი
მანანა ჯომიდავა 200 ლარი
რუსუდან მანჯგალაძე 400 ლარი
თენგიზ პარკაია 200 ლარი