საქართველოს მთავრობის განკარგულება №819
21 დეკემბერი, 2007
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებას ,,2006 წლის 20 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ".
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე