საქართველოს მთავრობის დადგენილება №271
06 დეკემბერი, 2007
,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N225 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N225 დადგენილებას (სსმ, 2007 წელი, N142, მუხლი 1573) დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,31. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს აგრეთვე მიეკუთვნებიან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა კატეგორიის ის პენსიონერები, რომელთათვისაც 4 ოქტომბრის მდგომარეობით შეჩერებული იყო პენსიის გაცემა და 2007 წლის 1 ნოემბრამდე აღუდგათ პენსიის მიღება.
32. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან იმ ოჯახის წევრებიც, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (შესწავლა) ან განმეორებითი შეფასება განხორციელდა 2007 წლის 4 ოქტომბრამდე და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 57 000-ზე.".
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 5 დეკემბრიდან.
ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე