საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-05

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველოს მომავალი ერთმნიშვნელოვნად ევროპაშია და ნიდერლანდები გულწრფელად უჭერს მხარს ამ მომავალს.

"თქვენო აღმატებულებავ,

გულწრფელად გილოცავთ პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

დღეს საქართველო უნიკალურ ისტორიულ ეტაპზეა, რაც განპირობებულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. საქართველოს მომავალი ერთმნიშვნელოვნად ევროპაშია, ხოლო ნიდერლანდები ამ მომავალს გულწრფელად უჭერს მხარს. ნიდერლანდები მიესალმება თქვენი ქვეყნის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მოგიწოდებთ აუცილებელი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს პოზიტიური ტრაექტორიის გაგრძელებისკენ.

პარტნიორობა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ეფუძნება მტკიცე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საძირკველს. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

გისურვებთ სიბრძნესა და წარმატებას თქვენი მოვალეობების შესრულებისას. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნულია წერილში.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური