საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-05

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ინდოეთსა და საქართველოს თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

"გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

ინდოეთსა და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა, გამრავალფეროვნდა და განვითარდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობით გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას, ხოლო მეგობარ ქართველ ერს - კეთილდღეობას. თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის რწმუნება", - აღნიშნულია წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური