საქართველოს მთავრობა – ანგარიშები

ანგარიში 2023

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიში


2023 წლის საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 128 განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხილულ იქნა და შესაბამისი პასუხი გაეცა 46 მოთხოვნას (მათ შორის 3 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას) კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად 33 განცხადება გაიგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო 49 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.