საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №469

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების №15 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-9 მუხლის პრეამბულა და „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა)სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუა-ციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი - 24,586.9 ათასი ლარით;".

მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი