საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №468

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსდებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის N183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის N183 დადგენილებაში (სსმ, N84, 12.07.2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11" პუნქტი:
„11.სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;
ბ) საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;
გ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
დ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
ე) „ქართული სპორტის მუზეუმი.".

2. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31" პუნქტი:
„31. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი