საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №467

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზო¬¬ლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „სა¬ქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის¬ტრის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართვე-ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსუ-რი მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.".

2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებული იქნეს.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს იუს¬ტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.";
ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე¬დაქ¬ცი-ით: „3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის თანათავმჯდომარე.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი