საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №466

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia)
დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს
შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის
2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Ge-orgia) დებულებისდამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შე-სახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,18/04/2012, 010220020.10.003.016810) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) სამეთვალყურეო სა¬ბ-ჭო და განისაზღვროს მასში ხმის უფლების მქონე პირები შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
კერძო სექტორის წარმომადგენელს;
სამოქალაქო (არასამთავრობო) საზოგადოების წარმომადგენელს.".
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;";
ა.ბ) „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავ-მჯდომარის მოადგილე;";
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უძღვება სამეთვალყურეო საბ¬ჭოს თავმჯდომარე (შემდგომში-თავმჯდომარე), რომელსაც წარმოა¬დ¬გენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.".
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საბჭოს წევრთაგან დანიშნული პირი. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება არანაკლებ წევრთა ნახევარი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი