საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №464

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესა-ხებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010, მუხლი 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
დავით ებრალიძე
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად-გილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა ბარათაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ბარათაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
დავით ქევხიშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი
ზვიად კორძაია
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი
შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
გოგა გუგავა
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ლიჩელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.".

2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი