საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №461

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო
და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების
შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის
№177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2012, 290110040.10.003.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების":

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1" ქვეპუნქტი:

„ზ1) უზრუნველყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა ნებისმიერი ინფორმაციის, დოკუმენტაციის და სხვა მასალის მიწოდება, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებასთან;";
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ" ქვეპუნქტი:

„ფ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ" და „ა.დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას მიმწოდებელი ჯარიმის სახით მზღვეველს უხდის მოთხოვნილი და მოსათხოვნი თანხების სხვაობის სამმაგ ოდენობას, მაგრამ არა უმეტეს 5,000 ლარისა. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ამ შემთხვევაზე მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების ან მისი არმოთხოვნის ვალდებულებისაგან.".

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სამედიცინო მედიაციის სამსახურს 2013 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მონაწილე იმ მზღვეველთა ნუსხა, რომელთა დაზღვეულებსაც გეგმურ მომსახურებას უწევს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით განსაზღვრულ ფარგლებში. წარსადგენი ინფორმაციის წესსა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;".
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1" ქვეპუნქტი:
„ღ1) უზრუნველყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა ნებისმიერი ინფორმაციის, დოკუმენტაციის და სხვა მასალის მიწოდება, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებასთან;".

4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) სამედიცინო მედიაციის სამსახურს 2013 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მონაწილე იმ მიმწოდებელთა ნუსხა, რომლებიც მის დაზღვეულებს უწევენ გეგმურ მომსახურებას სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით განსაზღვრულ ფარგლებში. წარსად-გენი ინფორმაციის წესსა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;".

5. მე 5 მუხლის მე 10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„10. აფთიაქი ვალდებულია რეალიზაციის ადგილას უზრუნველყოს „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვ¬ლის №53/ნ ბრძანებით განსაზღვრული მედიკამენტების მიწოდება.".

6. მე 7 მუხლის მე 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს¬ შემდეგი რედაქციით:
„5. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ დავის განხილვისას, რომელიმე მხარის მიერ ამ წესებით განსაზღვრული თითოეული პირობის დარღვევის იდენტიფიცირება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით, ასევე მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ1" და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ღ1" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა გამოიწვევს ამ მხარის დაჯარიმებას, თითოეულ დარღვევაზე - 200 ლარით, მაგრამ ჯამურად არა უმეტეს 3 000 ლარისა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.".

7. მე 7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. რომელიმე მხარის მიერ დავის არსებობის მიუხედავად მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ1" და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ღ1" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის იდენტიფიცირება გამოიწვევს ბიუჯეტის სასარგებლოდ მხარის დაჯარიმებას 500 ლარით, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი