საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №460

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფა¬რ¬გლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარე¬ბელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზ¬ღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

1. „ბ.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ¬ციით:

„ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია);".

2. „გ.ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონა-რი), ასევე გეგმიურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: სადაზღვევო წლიური ლიმიტი - 15 000 ლარი;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი