დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2011 წლის 24 იანვრის
N21 ბრძანებით
2011 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-10 სესიის ფარგლებში საქართველოს მოხსენების განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა:
სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გიორგობიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირინე ქურდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
თამარ კინწურაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
თამარ კოვზირიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი
ალექსანდრე ნალბანდოვი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში
ზურაბ ჭიაბერაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი
თინათინ გოლეთიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი
თამარ თომაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი
ვალერიან კოპალეიშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი
ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
დავით ოქროპირიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი
თეიმურაზ ანთელავა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი
ანა ქებაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი
ნინო ჯავახაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) ექსპერტი (მთავარი სპეციალისტი).