საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №426

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის N266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის N266 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 07/07/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვებას, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულება 2012 წლის 1 თებერვლამდე.

2. მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური ან/და თერმული წყლის, ასევე ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების აღრიცხვის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური