საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №424

„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ, მუხლი 1274, 15/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შპს „ჯიფა­უ­ერი“

აირტურბინუ­ლი ელექ­ტრო­სა­დგური

    80

2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე და

2012 წლის 1 აპრილიდან            2020 წლის 1 სექტემბრამდე

    65

2011 წლის 1 მარტიდან                  2012 წლის 1 აპრილამდე“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური