საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 12 იანვრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 12 იანვრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 12 იანვარს ქ.გორში საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 65 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ 2009 წელს კარგ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა - მთავრობა გასვლით სხდომებს სხვადასხვა რეგიონში ატარებდა.

„ეს ძალიან სასარგემბლო იყო, რადგანაც დეტალურ ინფორმაციას ვიღებდით იმ პრობლემების, საკითხების შესახებ, რომელიც რეგიონებს აწუხებდა.

2010 წელს ეს პირველი მთავრობის სხდომაა და სიმბოლურია, რომ პირველ სხდომას ჩვენ შიდა ქართლის რეგიონში ვატარებთ. ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება და 2010 წლის 12 იანვრის მთავრობის სხდომა რეგიონებში ბევრი მთავრობის სხდომა გაიმართება.

გასულ წელს ბევრი რამ გაკეთდა, გასული წლის შედეგებს ვაჯამებდით ყველა მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად. საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ბევრი სოციალური პრობლემა გადაწყდა, მაგრამ ძალიან ბერვი რამ არის კიდევ გასაკეთებელი.

ყველა გუბერნატორს აქვს ძალიან კარგი გეგმები ჩამოყალიბებული. იანვარ-თებერვალ-მარტის თვეებში გუბერნატორებს საკუთარი რეგიონის განვითარების გეგმის წარმოდგენის საშუალებას მივცემთ.
წელს, შიდა ქართლისთვის 25 მლნ ლარამდეა გამოყოფილი. ძირითად პრიორიტეტებად მაინც რჩება შიდა გზები, გარე განათება, წყლის პრობლემის მოგვარება და მრავალსართულიანი სახლების გადახურვა. რა თქმა უნდა, სკოლების რეაბილიტაციაც არის გათვალისწინებული. რეგიონისთვის სარწყავი წყალი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რომელიც გასული წლის განმავლობაში თითქმის მთლიანად მოგვარდა,"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური