დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2010 წლის 10 დეკემბრის
N409 ბრძანებით
2010 წლის 15-16 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა:
გიორგი ბოკერია - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი
ირაკლი ფორჩხიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ალან პარასტაევი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე
პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გიორგი კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თიღვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი
გიორგი ბარამია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
დალი ხომერიკი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი
სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
დავით რაქვიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
შოთა უტიაშვილი -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი
თამარ თომაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.