საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №247-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 29დეკემბრის
¹ 247 დადგენილებით


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის
ჩატარების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია "სახელმწიფო საკუთ¬რებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შე¬სახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სამო¬ქალაქო კოდექსის შესაბამისად და განსაზ¬ღვრავს სახელ¬მწი¬ფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში - ქონება) სარგებ¬ლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატა¬რების წესსა და პირობებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელ¬თათ¬ვისაც ქონების სარგებლობაში გადაცემა გათვალის¬წინებულია "სახელმწი¬ფო ორგანოსათვის სახელმწიფო სა¬კუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღე¬ბის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავ¬რობის დადგენილების შესაბამისად.
3. ქონების კონ¬კურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორ¬ცი¬ელდება საქართველოს კონსტი¬ტუციის, საქართვე¬ლოს სა¬მო¬ქალაქო კოდექსის, "სახელ¬მწიფო საკუთრებაში არსე¬ბული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" სა¬ქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით და სასყიდლით. სარგებლობის საწყის ფასს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი.
5. სახელმწიფო ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უძრავი ნივთის კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვის ვადაში წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკური განვი¬თარების სამინისტროს.
6. ქონების კონ¬კურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც ქონების სარ¬გებლობის უფლებით გამცემს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამცემი - საქართველოს ეკონომიკური განვი¬თარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვით¬მმართველობის ორგანოები (შემდგომში - სახელ¬მწიფო ორგანოები) და სა¬ჯა-რო სამართლის იურიდიული პირები;
ბ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები - ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

მუხლი 3. კონკურსის ორგანიზება

1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, კონკურსის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვი¬თარების სამინისტროს თანხმობით იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან უძრავი ნივთი მის ბალანსზე ირიცხება. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან აღნიშნული საკითხი ასევე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს მოძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, კონკურსის საფუძველზე იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომ¬ლის ბალანსზეც ირიცხება მოძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან აღნიშნული საკითხი უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმა¬ხორცი¬ელებელ ორგანოს.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის¬ტრო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონებას, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალის¬წინებული ქონებისა, სარგებლობაში გადასცემს სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით კონკურსის საფუძველზე.
4. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება კონკურსის გარეშე სასყიდლით ან უსასყიდლოდ შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუ-მენ¬ტები თხოვების ფორმით, კონკურსის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ შესაბამისი სახელ¬მწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრა¬ციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთან¬ხმებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამცემი კონ¬კურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას "სახელ¬მწიფო ქონე¬ბის პრივა-ტიზების, ადგილობრივი თვით¬მმართველი ერთეუ¬ლის ქონე-ბის პრივატიზებისა და სარგებ¬ლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემ¬დეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;
ბ) კონკურსის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელებას (დახასიათებას);
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და კონკურსის ჩატარების ვადას;
ე) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროსა და ადგილს;
ვ) ბეს ოდენობას, რომელსაც განსაზღვრავს კონ¬კურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონ¬ტაქტო ტელეფონს, ფაქსს, ელექტრონული ფოსტის მისა¬მართს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. საკონკურსო წინადადებების გახსნის თარიღის ან ნებისმიერი სხვა გამოქვეყნებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კონ-კურსის მონაწილეებს. თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღე-მატება ათს, მაშინ შეტყობინება უნდა განხორციელდეს იმ საშუალების გამოყენებით, რითაც მოხდა კონკურსის შესა¬ხებ ინფორმაციის გამოქვეყნება.
8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინ-ტერესებულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სარგებ¬ლობის უფლებით გასაცემი ქონების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. კონკურსის მონაწილეთა განაცხადების მიღები¬სათ¬ვის სპეციალურად დანიშნული რეგისტრატორი იღებს და არეგისტრირებს კონკურსის მონაწილეთა მიერ წარდგე¬ნილ განაცხადებს თარიღისა და დროის აღნიშვნით.
10. კონკურსის გამარჯვებულს ავლენს საკონკურსო კომისია შესაბამისი აქტის საფუძველზე, რომელიც მტკიც¬დება კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამცემის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ინდივი-დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4. საკონკურსო კომისია

1. კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამ¬ცემი ქონების კონკურსის წესით გაცემისას ქმნის საკონკურსო კომისიას (შემდგომში _ კომისია).
2. კომისია ორგანიზებას უწევს კონკურსის ჩატარებას, იღებს განაცხადებს, სპეცი¬ალურად ამისათვის დანიშნულ დღეს იხილავს საკონკურსო წინადადებებს, იღებს გადა¬წყვე-ტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.
5. კომისია იქმნება კონკურსის ფორმით ქონების სარგებ-ლობის უფლებით გამცემის ხელმძღვანელის ინდივი¬დუ-ალური ადმინისტრაციულ-სამარ¬თლებრივი აქტის საფუძ-ველზე, რომლითაც ასევე განისაზ¬ღვრება კომისიის შემად-გენლობა.

მუხლი 5. კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს უნდა წარედგინოს შემ¬დეგი დოკუმენტები:
ა) სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმი¬ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დამტკი¬ცებუ¬ლი ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელ¬შიც სავალდებულოა აისახოს სარგებლობის უფლებით გა¬და¬საცემი ქონების დასახელება (დახასიათება);
ბ) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წინა-დადებები დალუქული კონვერტით;
გ) ბეს გადახდის დამა¬დასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს კონკურსის ფორმით ქონე¬ბის სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ მითი¬თებულ ანგარიშზე;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონა¬ცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წარადგენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს, ხოლო სა¬ერ-თაშორისო ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებ¬ლო¬ბით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას.
2. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება და რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ სრუ¬ლი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, რის შემდეგაც გან-მცხადებელს ეძლევა კონკურსის მონაწილის სტატუსი. გა-ნაცხადის შემოსვლის დროდ მიიჩნევა მისი დარეგის¬ტრი-რების თარიღი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ გა¬ნაცხა-დების მიღება მთავრდება კონკურსის ფორმით ქონე¬ბის სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ დადგენილ დღესა და სა¬ათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადი არ მიიღება.
3. თუ განაცხადის მიღების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ განაცხადი მიიღება მომდევნო სამუშაო დღეს.
4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარებამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
5. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს, განაცხა¬დის მიღების ვადის დასრულებამდე, ბეს დაუკავებლად წერი¬ლო¬-ბით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობის შე¬სა¬ხებ, ხოლო რეგისტრატორი ახდენს განაცხადის გამო¬თხოვის ფაქტის დარეგისტრირებას.
6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებ¬ლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებად;
ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 6. კონკურსის ჩატარების წესი

1. კომისია კონკურსის მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუ¬მები¬დან გამომდინარე.
2. კონკურსის გამარჯვებულად ცხადდება საუკეთესო წინადადებების წარმდგენი მონაწილე, რომლის წინადადება აკმაყოფილებს კონკურსის პირობებსა და კრიტერიუმებს.
3. თუ კომისიის მიერ შერჩეულ მონაწილეთა შეთავა-ზებული პირობები იქნება იდენტური, მაშინ კომი¬სია დამა-ტებით განუსაზღვრავს მათ 10 სამუშაო დღის ვადას დამა-ტებითი პირობების წარსადგენად.
4. კომისიის მიერ დადგენილ დროს იხსნება კონ¬ვერტები. კონვერტების გახსნის შემდეგ დგინდება წარდგე¬ნილი დოკუმენტების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან. თუ მონაწილის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ პასუ¬ხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და ეს ფაქტი აღინიშნება შესაბამის აქტში.
5. კონკურსის მონაწილესა და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ მხოლოდ კონ-ვერტის გახსნას.
6. კონკურსის მონაწილეთა წინადადებებს კომისია განიხილავს მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადა¬წყვე¬ტილებას.
7. კომისია კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას აცხადებს კონვერ¬ტის გახსნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავ¬ლობაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს დამატებითი პირობების წარსადგენად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათ-ვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 სამუ¬შაო დღისა.
8. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:
ა) ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არცერთი განაცხადი;
ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არცერთი არ აკმა-ყოფილებს კონკურსის პირობებს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემ-თხვევაში კომისია იღებს გადაწყვე¬ტილებას კონკურსის არ¬შემ-დგარად გამოცხადების შესახებ.
10. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მიიღება გა¬და-წყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონა¬ცემებს:
ა) სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის და-სახელებას (დახასიათებას);
ბ) კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლე¬ბით გამცემის და¬სახელებას;
გ) მონაცემებს კონკურსის მონაწილეთა შესახებ;
დ) კონკურსის მონაწილეთა წინადადებებს დანარ¬თე¬ბის სახით;
ე) კონკურსის გამარჯვებულის დასახელებას;
ვ) ქო¬ნებით სარგებლობის კონკურსის შედეგად დად¬გენილ ფასსა და ვადას;
ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მოცულობას და მისი განხორციელების ვადებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვე¬ტილება ეგ¬ზავნება ყველა მონაწილეს, ხოლო კონკურსის გამარ¬ჯვე¬ბულს _ შეტყობინება ხელშეკრუ¬ლე¬ბის გასაფორ¬მებ¬ლად.

მუხლი 7. გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვი¬ანეს 30 კალენდარული დღისა კონკურსის გამარჯვებული ვალდებულია, კონკურსის ფორმით ქონების სარ¬გებლობის უფლებით გამცემთან გააფორმოს ხელ¬შეკ¬რუ¬ლება.
2. კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამ¬ცემსა და კონკურსის გამარჯვებულს შორის გაფორ¬მებულ ხელშეკ¬რუ¬ლებაში შეიტანება შემდეგი მონა¬ცემები:
ა) ინფორმაცია კონკურსის ფორმით ქონების სარ¬გებლობის უფლებით გამცემისა და ქონების სარგებლობის უფლებით მიმ¬ღების შესა¬ხებ;
ბ) სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების დასახელება და/ან მისამართი;
გ) ქონების შემადგენლობა, სარგებ¬ლობის ფასი და სარგებლობის ვადა;
დ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალის-წინებით.
3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსის ფორმით გადაცემული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პირობებს, თანხის გადახდის ვადებსა და ამ წესის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამ¬ტეხ¬ლოს.
4. კონკურსის გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკ¬რუ-ლების გაფორმების შემდეგ ხელშეკრულებით დადგე¬ნილი პირო¬ბების მიხედვით და¬ფა¬როს ქონებით სარგებ¬ლობის ფასი.
5. ქონების სარგებლობის უფლებით აღე¬ბული ქონების სარგებლობის მიზნით შეტანილი ბე ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეთვლება ანგარიშსწორების დროს. ყვე¬ლა და¬ნარ¬ჩენ მონაწილეს შედეგების გამოცხადებიდან 15 კა¬ლენ-და¬რული დღის განმავლობაში მონაწილის მოთხოვ¬ნით ბე უკან უბრუნდება.
6. საბანკო დაწესებულება მონაწილეებს შეტანილ ბეს უკან უბრუნებს კონკურსის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დავალების საფუძველზე.
7. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება გადაეცემა მფლო-ბელობასა და სარგებლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 8. ქონების სარგებლობის უფლებით
მიმღების პასუხისმგებლობა

1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდე-ბულია, კონკურსით მიღებული ქონების შემ¬დგომი გამოყე¬ნე-ბისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე¬ბუ¬ლებები და კონკურსის ფორმით ქონების სარგებ¬ლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორ¬მაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრუ¬ლე¬ბის თაო¬ბაზე.
2. კონკურსის გამარჯვებული ხელშეკრულების გა¬ფორ-მების შემდეგ ვალდებულია, სარგებლობის უფლე¬ბით მიღებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლება დაარე-გისტრიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს კონკურსის ფორმით ქო¬ნე-ბის სარგებლობის უფლებით გამ¬ცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლე¬ბა კონ¬კურსის ფორმით გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით, ან სხვაგვარად დატვირ¬თოს. ამას¬თან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისათვის.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლე-ბით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკის-რება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდე¬ნობა განისაზ¬ღვრე¬ბა საკონკურსო და სახელშეკრუ¬ლებო პირობებიდან გამომ¬დინარე შემდეგი წესით:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - ქი¬რის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველი ვადაგადა¬ცილებული დღი¬სათვის;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების (ასეთის არსე¬ბობის შემთხვევაში) შეუსრულებლობისას დარჩენილი გან¬სა¬ხორ-ციელებელი ინვესტიციის 0.1 პროცენტი დარ¬ღვევის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;
გ) სხვა საკონკურსო ან/და სახელშეკრულებო ვალდე-ბულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდე-ნობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
5. თუ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს ხელშეკ¬რუ¬ლე¬ბით ნაკისრ ვალდებულებებს, კონკურსის ფორმით ქონე¬ბის სარგებლობის უფლებით გამცემს უფლება აქვს ცალ¬მხრივად მოშალოს ხელშეკ¬რუ¬ლება. ასეთ შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი ბე უკან არ უბრუნდება და არ აუნაზღაურდება ქონებაზე გა¬წე¬ული დანახარჯები.