საქართველოს მთავრობის განკარგულება №824
24 დეკემბერი, 2007
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა განახორციელოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
2. საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე