საქართველოს მთავრობის განკარგულება №829
26 დეკემბერი, 2007
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების (ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. N181), ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების (ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. N181), ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის N1-1/2057 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე