საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 60 წლის იუბილე მიულოცა.

საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის ოჯახს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური