საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-12-19

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატიურ კორპუსს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მეგობარი სახელმწიფოებისა და დიპლომატების მხარდაჭერას, მათ შორის პანდემიის პერიოდში.

„ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ", - მიმართა მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს.

ოფიციალურ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური