საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს ათასწლეულის ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-10-25

..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ათასწლეულის ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა და ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებმა პროგრამის გამოცდილებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ათასწლეულის სტიპენდია ტრანსფორმაციული გამოცდილებაა, რომელიც გლობალური საკითხების გარშემო მსოფლიო დონის ლიდერობის განვითარების რესურსებთან კერძო სექტორის და ატლანტიკური საბჭოს გამოცდილებას აერთიანებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური