საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-10

თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. შანაე ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური