საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-21

მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება.

ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი