საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-06-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

საგაზაფხულო სესია დღეს კითხვებზე პასუხის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია ჩაინიშნა 28 ივნისს, 13:00 საათიდან, რომელიც კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის გამოსვლებით განახლდება.

რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დასკვნითი სიტყვით წარდგება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური