საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძემ და მაიკლ  პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-20

-----

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს რეგიონული როლი.
სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პრემიერ ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური