საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

2018-07-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა.

განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.