საქართველოს მთავრობა – სიახლეები

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2023-10-26

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური