საქართველოს მთავრობა – სიახლეები

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2023-10-25

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარაძე დახვდნენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური