საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა - გურიის რეგიონში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა - გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.

უკვე დაწყებულია მეორე საპილოტე პროექტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 50 კმ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის შედეგად დაახლოებით 10 500 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და მიიღოს ფართოზოლოვანი მომსახურება.

ასევე აქტიურ ფაზაშია პროექტი "Log in Georgia", რომელიც მსოფლიო ბანკის ჩართულობით ხორციელდება და რომლის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 1000 დასახლებული პუნქტის, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში ოპტიკური ქსელის მშენებლობა, რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი.

პროექტის ფარგლებში 2022 წლის პირველ კვარტალში ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაიწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ქსელის სიგრძე - 105 კმ; 10 700 მოსახლე); იგივე ვადაში - 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება ასევე სამუშაოები ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში (ქსელის სიგრძე -142 კმ; 11 000 მოსახლე).