საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მათ შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ

2021-05-10

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული და ამ მიწის გამოსყიდვა სურთ, დაუწესდებათ გარკვეული შეღავათები და მათ შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

გადაწყვეტილება არანაკლებ 2000 მოიჯარეს შეეხება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დღეისათვის 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.

ამ გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.