დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. "ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური