2011 წლის 12 აგვისტოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ეს იყო "მეორე სამუშაო შეხვედრა.
"პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ოთხი კომისია. დღევანდელ შეხვედრაზე დავამტკიცეთ კომისიის წევრები. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებთ დებულებებს. დებულებას მთავრომა სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს, ხოლო 15 სექტემბერს ოთხივე კომისიის შეხვედრები ჩატარდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიების მუშაობა ძალიან შედეგიანი იქნება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური