2011 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხს.
აღნიშნული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში 6 თვეში ერთხელ იმართება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური