საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო

2024-03-27

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო.

პროექცია გზავნილით - „პირველად ისტორიაში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს.


საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე წარადგინეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური