-
2021-05-14 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნა
დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
-
2021-05-14 ირაკლი ღარიბაშვილი - ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
-
2021-05-14 საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა - გურიის რეგიონში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.
-
2021-05-14 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ.
-
2021-05-14 ირაკლი ღარიბაშვილი - შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.
-
2021-05-14 ირაკლი ღარიბაშვილი - მიხარია, რომ პროექტს “Log in Georgia“, ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია
დღეიდან ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც „ოუფენ ნეტის" მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.