-
2021-05-13 ირაკლი ღარიბაშვილი - მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე
მე მინდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული.
-
2021-05-13 პრემიერ-მინისტრი „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს.
-
2021-05-13 ირაკლი ღარიბაშვილმა სტარტაპ Pulsar AI-ის დამფუძნებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა.
-
2021-05-13 პრემიერ-მინისტრი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
საუბარი პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა სელიმ ჩაკირს პანდემიის რთული პერიოდის დაძლევის პროცესში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
-
2021-05-13 უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
გიორგი ღიბრაძეს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.
-
2021-05-13 პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა
ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.