საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-05-13

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ჩალიკ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კომპანიის მიერ საქართველოში საქმიანობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე.

„ჩალიკ ჰოლდინგი" მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. ჰოლდინგს ათობით ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჩალიქ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ონურ იუჯექალი,„ჩალიქ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მთავარი მრჩეველი ჰაქი აქილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური