"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. საქართველოს მთავრობის კვოტით:
თამაზ აგლაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სრული პროფესორი
დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ლაშა ჟვანია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ბეჟან ჭანკვეტაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.".
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
გრიგოლ მგალობლიშვილი