-
11 თებერვალი 2022
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევასაბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.
-
25 იანვარი 2022
კონკურსებში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდაპრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2022 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით მიიღება.
-
23 დეკემბერი 2021
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
-
18 დეკემბერი 2021
იანვრიდან სამხედროების ხელფასები გაიზრდებადაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის - 20%-ით. მაღალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის - 10%-ით.
-
18 დეკემბერი 2021
2021 წელს ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამააღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 900-მდე ოჯახმა.
-
18 დეკემბერი 2021
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, ისარგებლა 735 საწარმოს 1000 ზე მეტმა პროექტმაგანხორციელდა 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა 26 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.
-
28 ნოემბერი 2021
ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულსქართველთა და ებრაელთა ათასწლოვანი, უნიკალური ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ებრაელ თემს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში.
-
27 ნოემბერი 2021
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდებაკორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.
-
25 ნოემბერი 2021
იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს მადლობას უხდისქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის აღმასრულებელი მდივანი იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს 8-12 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
-
24 ნოემბერი 2021
ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ონლაინ-ფორმატში გაიმართა2021 წლის 24 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან.