საქართველოს მთავრობა – 2023 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2023-12-17

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი